„დვალიშვილთან შეხვედრა იანვარში მსურს“ - უმარის განცხადება
თბილისში რამდენიმე დღით ჩამოსულმა მერაბ დვალიშვილმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ იცის ვინ იქნება მისი მომდევნო მეტოქე. „მანქანის“ განცხადებით, UFC-ის ჩემპიონები როგორც წესი ქამრის დაცვისთვის ბრძოლას 6 თვე მაინც არ ატარებენ და იქიდან გამომდინარე, რომ ექვს თვეში, თებერვალი-მარტის პერიოდში რამადანია, შეიძლება უმარ ნურმაგომედოვმა მასთან დაპირისპირებაზე უარი განაცხადოს. ქართველ ჩემპიონს დაღესტნელმა მებრძოლმა პასუხი საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გასცა.
რას ამბობს უმარი
მისი განცხადება პროვოკაციულია - ის ბრძოლას მარტში ითხოვს, რადგან იცის რომ რამადანია. მე კი შემიძლია ქართველს თებერვალს ავსტრალიაში დავუპირისპირდე. დვალიშვილს მოვუწოდებ - იანვარში UFC-ის მასპინძელი ქალაქი ლოს-ანჯელესი იქნება და იქ ვიჩხუბოთ და შეწყვიტოს საბაბების ძებნა, რადგან დრო მომზადებისთვის საკმარისზე მეტი ექნება.
შერეული ორთაბრძოლების აბსოლუტურად ყველა გულშემატკივარი, რომელიც როგორც ამ წონის, ასევე სხვა წონების შეხვედრებს თვალყურს ადევნებს, ჩვენ ბრძოლას ითხოვს და ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, თუ დვალიშვილის პირისპირ ოქტაგონზე ყოფნის შანსი მომეცემა.
შეგახსენებთ, რომ UFC-ის საჩემპიონო ქამარი მერაბ დვალიშვილმა, რომელიც ამ ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ბრძოლებში უკვე 11 შეხვედრაა არ დამარცხებულა, 15 სექტემბერს, შონ ომალის ძლევის შედეგად მოიპოვა.