“ჩემმა სცენარმა იდეალურად იმუშავა“ - ჟენესიო რეალთან მატჩის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მადრიდის რეალი ლილს ესტუმრა და 1:0 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ფრანგული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრუნო ჟენესიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა ჟენესიომ?
„რაც ამ გუნდმა გააკეთა წარმოუდგენელია. ჩვენ მაქსიმუმს ვცდილობდით. ასეთ დროს, საჭიროა, რომ ფეხბურთელებმა დაიჯერონ ჩემი გეგმის. დღეს ასე მოხდა და შედეგიც ვიხილეთ. რეალის დასამარცხებლად გჭირდება მეკარე, რომელიც გადამწყვეტ მოგერიებებს შეასრულებს და თავდამსხმელი, რომელიც გოლს გაიტანს. ასევე ცოტა იღბალიც..
პირველ ტაიმში დიდებულად ვითამაშეთ. ეს ყველასთვის შესანიშნავი ღამეა. მადრიდულ დერბის ვუყურეთ და ბლანკოსის თამაში გავაანალიზეთ. ეს თამაში მოსამზადებლად გამოვიყენეთ. დავინახეთ, რომ რეალს მოედნის ცენტრში ბურთის ჩაჭრა უყვარს, ამიტომ მაქსიმალური ინტენსივობა სწორედ აქეთ მოვმართეთ.
ყველაფერმა მშვენივრად იმუშავა. მატჩი იდეალური სცენარით წარიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 25-30 წუთი ვიტანჯებოდით, მაგრამ ლუკასმა საჭირო მოგერიებები შეასრულა. როგორც ჩანს, ჩემი გუნდი უმჯობესდება და დღეს დიდი ნაბიჯი გადავდგით.“
შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ, ლილს 3 ქულა აქვს და მე-18 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ფრანგული გუნდი კიდევ ერთ მადრიდულ გუნდს, ატლეტიკოს სტუმრად დაუპირისპირდება.