დოლიძე: ჩიმაევი ერთ-ერთი საუკეთესოა, საინტერესო იქნებოდა მასთან ძალის გამოცდა
ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ, რომელიც რამდენიმე დღეში კევინ ჰოლანდს უნდა ეჩხუბოს, ხამზატ ჩიმაევთან პოტენციურ ბრძოლაზე კომენტარი გააკეთა.
„თუ არ ჩავთვლით ტიტულიან მეტოქეს, მაგალითად, ხალილ რანთრის, ჩიმაევს ერთ-ერთ საუკეთესო და ნიჭიერ მებრძოლად მივიჩნევ. ჩემთვის საინტერესო იქნებოდა მასთან ძალის გამოცდა“ , - თქვა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის რომან დოლიძე ამერიკელ კევინ ჰოლანდს 6 ოქტომბერს, UFC 307-ზე შეხვდება.
ცნობისათვის, დოლიძემ უკანასკნელი ბრძოლა ენტონი სმიტთან გამართა, რომელიც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხამზატ ჩიმაევი გამოიწვია.
კარიერის განმავლობაში ჩატარებული 16 ბრძოლიდან 13, ქართველს თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული.