ბაიერნი, ასტონ ვილა, ვენსან კომპანი
Aa
Aa

კომპანი: “ცუდად არ გვითამაშია და ბევრი შანსი გვქონდა“

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მიუნხენის ბაიერნი ასტონ ვილას ესტუმრა და სენსაციურად 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანის კომენტარი გააკეთა.

კომპანი:

„ასტონ ვილა ძლიერი გუნდია და ბირმინგემი ადვილი სათამაშო ადგილი არ არის. ცუდად არ გვითამაშია და ბევრი შანსი გვქონდა. ჩვენმა მოწინააღმდეგემ თავისი მომენტი გამოიყენა. ოლი უოტკინსი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც დიდებული საფეხბურთო თვისებები გააჩნია.

მეტოქისთვის ჩვენი ფეხბურთის მოხვევას ვცდილობდი, მაგრამ არ გამოგვივიდა. აქცენტი ბურთის ფლობაზე გვქონდა, რადგან ბურთით ძალიან საშიშები ვართ. ეს ფეხბურთია, ყველა ჩემპიონატში ვთამაშობდით და ახლა მთავარ სცენაზე ვართ. ეს წაგება არაფერს ნიშნავს.“

შეგახსენებთ, რომ ბაიერნს 2 ტურის შემდეგ, 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, რეკორდმაისტერი ბარსელონას ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 23 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “ლილი გამარჯვებას იმსახურებდა“
ანჩელოტი: “ლილი გამარჯვებას იმსახურებდა“