მადრიდის ატლეტიკო, ბენფიკა, დიეგო სიმეონე
Aa
Aa

„პასუხისმგებლობა მე მეკისრება“ - სიმეონე ბენფიკასთან წაგების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მადრიდის ატლეტიკო ბენფიკას ესტუმრა და 4:0 განადგურდა. მატჩის დასრულების შემდეგ, როხიბლანკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა სიმეონემ?

„თამაში კარგად ვერ წარვმართეთ, ისინი ძალიან ძლიერები იყვნენ და ყველა ჩვენი შეცდომა გამოიყენეს. ეს იყო წაგება, რომელიც არ უნდა განმეორდეს. ჩვენ ვიცით კოკეს, გრიზმანის და დე პაულის მნიშვნელობა. სუფთად თამაში გვსურდა, მაგრამ პენალტი მივიღეთ და გოლი გავუშვით.

მოდით არ ვეძებოთ მიზეზები. ვერ ვითამაშეთ კარგად და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ. ეს იყო ცუდი თამაში ყველასთვის. მოდით, ერთად დავიბრუნოთ კვირას კარგი ენერგია. ბენფიკას კი გამარჯვებას ვულოცავ.

ვფიქრობ, სწორი დამოკიდებულებით გავედით, უბრალოდ ცუდად ვითამაშეთ, რამაც წაგება გამოიწვია. ბენფიკა დღეს ძალიან ძლიერი იყო. სამწუხაროდ, ლე ნორმანი ძალიან დაგვაკლდა. ხიმენესი დიდებული მცველია, მაგრამ რობინი დაცვაში სულ სხვანაირად გვეხმარება.“

შეგახსენებთ, რომ როხიბლანკოს სატურნირო ცხრილში 3 ქულა აქვს და 23-ე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, სიმეონეს შეგირდები საკუთარ კედლებში ლილს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის 46-ე ტიტული - ინტერ მაიამი რეგულარულის გამარჯვებულია
მესის 46-ე ტიტული - ინტერ მაიამი რეგულარულის გამარჯვებულია