ლილი, მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: “ლილი გამარჯვებას იმსახურებდა“

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში სენსაცია დაფიქსირდა. მადრიდის რეალი ლილს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ანჩელოტიმ?

„მეტოქემ უკეთესად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა. ინტენსივობის კუთხით გაგვიჭირდა და დუელები ვერ მოვიგეთ. ვფიქრობ, ფრე შეგვეძლო, მაგრამ ეს დაუმსახურებელი იქნებოდა. ასეთი წაგებისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. ნათელია, რა უნდა გავაუმჯობესოთ.

თამაში შეიძლება წააგო, მაგრამ ჩვენ კარგი განცდა არ გვქონდა. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ვისწავლოთ და სწრაფად გამოვასწოროთ ყველაფერი, რადგან შაბათს კიდევ ერთი რთული მატჩი გველის.

დღევანდელი თამაშის შემდეგ, კრიტიკა სამართლიანია. გეთანხმებით და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ. ბოლოს ატლეტიკოსთან წავაგეთ და ეს ჩვენთვის შესანიშნავი გამოფხიზლება იყო. იმედი მაქვს, ახლაც ასე იქნება.“

შეგახსენებთ, რომ ყველა ტურნირზე ერთად რეალის 36-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა. ჩემპიონთა ლიგაზე ორი მატჩიდან ერთი მოიგო. ლილის მხრიდან ერთადერთი გოლი ჯონათან დევიდმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. მესამე ტურში ბლანკოსი დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სენსაციების დღე - ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტები დამარცხდნენ
სენსაციების დღე - ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტები დამარცხდნენ