ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

მესის 46-ე ტიტული - ინტერ მაიამი რეგულარულის გამარჯვებულია

„ინტერ მაიამი“ ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების გამარჯვებული მის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გახდა. Supporters’ Shield-ის ჯილდოს ტურნირის ორგანიზატორები ყოველწლიურად ცალკე იმ გუნდს გადასცემენ, რომელიც წრიული სისტემის შედეგად ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. უშუალო კონკურენტის, „კოლამბუს-ქრიუს“ ძლევის შემდეგ კი, ფლორიდელების აქტივში 68 ქულა აღმოჩნდა და ცხადი გახდა, რომ პირველ ადგილს აღარავის დაუთმობდნენ.

ტატა მარტინოს მომზადებულმა გუნდმა კოლამბუსელები, რომელიც საკმაოდ ძლიერი კლუბია და როგორც ლიგების, ასევე MLS-ის თასის მოქმედი მფლობელია, 3:2 დაამარცხეს და სამივე გოლი ყოფილი „ბარსელონელების“ ანგარიშზეა. პირველი ნახევარი მაიამელებმა ლიონელ მესის დუბლით მოიგეს, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში როსიმ ერთი ბურთის გაქვითვით უპასუხა, თუმცა ზუსტად ორ წუთში ლუის სუარესმა სტატუს-ქვო აღადგინა და ერნანდესის ზუსტ 11-მეტრიანს არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონია.

რეგულარული პირველობის დარჩენილ ორ ტურში „ინტერ მაიამი“ სტუმრად „ტორონტოს“ და საკუთარ მოედანზე „ნიუ ინგლენდს“ შეხვდება.აქვე გეტყვით, რომ ეს მესისთვის კარიერაში რიგით 46-ე ჯილდოა და ამ მხრივ ფეხბურთის ისტორიაში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.

რაც შეეხება MLS-ის ბომბარდირთა დავას, სუარესის ანგარიშზე 18, ხოლო „ელ მონგოლიკოს“ აქტივში 17 გოლია და ლიდერ კრისტიან ბენტეკეს (21), რომელიც DC იუნაიტედის ღირსებას იცავს, პირველი პოზიციის შესანარჩუნებლად დიდი ოფლისღვრა მოუწევს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუარესის ბოლო სანაკრებო მატჩი - ურუგვაიმ პარაგვაის ვერ გაუტანა
სუარესის ბოლო სანაკრებო მატჩი - ურუგვაიმ პარაგვაის ვერ გაუტანა