კრისტიან ილცერი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

ილცერი: ბრიუგემ გამარჯვება დაიმსახურა

ოთარ კიტეიშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩი ჩაატარა. მისმა გრაცის „შტურმმა“ შინ „ბრიუგეს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან ილცერმა კომენტარი გააკეთა და მატჩი შეაფასა.

რა თქვა ილცერმა:

„ბრიუგემ“ გამარჯვება დაიმსახურა. ჩვენმა პრესინგმა და რამდენიმე მეთოდმა არ იმუშავა. ჩვენ თავიდანვე ოდნავ არაზუსტები ვიყავით, თუმცა საბოლო ჯამში, გვქონდა კარგი ფაზა და მეტი ენერგია. იგივე იყო მეორე ტაიმშიც, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ“.

„ჩვენ იმ საფეხურზე ვართ, რომ ნამდვილად შეგვიძლია ბევრი რამის სწავლა. ყველა მოთამაშემ მაქსიმუმი გააკეთა და ყველა ვცდილობდით, რომ 1 ქულა მაინც აგვეღო. ჩვენ ნამდვილად ვავითარებთ ჩვენი შესაძლებლობების საზღვრებს და სულ მაღლა და მაღლა მივიწევთ“.

შემდეგ შტურმი 22 ოქტომბერს, გრაცში ლისაბონის „სპორტინგის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარსელონა
„ბარსელონა" ზამთარში თავდამსხმელს არ შეიძენს