კიტეიშვილის შტურმი ჩემპიონთა ლიგის მეორე მატჩშიც დამარცხდა
ოთარ კიტეიშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩი ჩაატარა. მისმა გრაცის „შტურმმა“ შინ „ბრიუგეს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 23-ე წუთზე, ხრისტოს ცოლისმა გაიტანა, კიტეს კი ერთადერთი სახიფათო მომენტი პირველი ნახევრის მიწურულს ჰქონდა.
შემდეგ თამაშს „შტურმი“ 22 ოქტომბერს, გრაცში ლისაბონის „სპორტინგის“ წინააღმდეგ გამართავს.