ატლეტიკო, მონაკო, ლილი, ასტონ ვილა, მადრიდის რეალი, მიუნხენის ბაიერნი, დინამო ზაგრები
Aa
Aa

სენსაციების დღე - ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტები დამარცხდნენ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში რამდენიმე სენსაცია დაფიქსირდა. გრანდებმა საკუთარი მატჩები წააგეს.

დავიწყოთ ბაიერნით, რომელიც ასტონ ვილას ესტუმრა და უდიდესი უპირატესობით ფონზე 1:0 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე დურანმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ რეკორდმაისტერმა კარისკენ 15-ჯერ დაარტყა, ხოლო კარში ზუსტად 6-ჯერ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა.

ალბათ უფრო მსუყე სენსაცია ლილმა შემოგვთავაზა. ფრანგულმა გუნდმა მოქმედ ჩემპიონს, მადრიდის რეალს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

სამეფო კლუბი მთელი მატჩის განმავლობაში ინერტული იყო და მხოლოდ მატჩის მიწურულს გააქტიურდა. ბლანკოსმა რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ მასპინძელთა კარის დარაჯი მოწოდების სიმაღლეზე იყო.

ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა. პენალტის ნიშნულიდან თავი ჯონათან დავიდმა გამოიჩინა. მადრიდის რეალმა ყველა ტურნირზე ერთად 36-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. ანჩელოტის გუნდი ლა ლიგაში რჩება წაუგებელი.

ვერც მეორე მადრიდულმა გუნდმა გამოიჩინა თავი. ატლეტიკო ბენფიკას ესტუმრა და პირდაპირი მნიშვნელობით განადგურდა. ლისაბონურმა კლუბმა 4:0 მოიგო. გოლები აკტურკოღლუმ, დი მარიამ, ბამ და კოკჩუმ გაიტანეს.

ასევე სენსაციად შეიძლება ჩაითვალოს დინამო ზაგრებისა და მონაკოს დაპირისპირება, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. ფრანგული გუნდი აშკარა ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა ხორვატებს ვერაფერი მოუხერხა.

უმძიმეს ბრძოლაში მოიგო ტურინის იუვენტუსტმა, რომელიც ლაიპციგის წინააღმდეგ 10 კაცით დარჩა. ბებერ ქალბატონს მეკარე დი გრეგორიო გაუძევეს. საბოლოოდ 3:2 და მოტას გუნდმა ჩ.ლიგაზე მეორე მატჩიც მოიგო.

ყველაზე ადვილი დაპირისპირება კი ლივერპულს ჰქონდა, რომელმაც დებიუტანტ ბოლონიას მაკ ალისტერისა და მოჰამედ სალაჰის გოლებით 2:0 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები