ჩაკვეტაძე საგოლე პასთან ახლოს იყო - უოტფორდი პრესტონთან დამარცხდა
ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში უოტფორდი პრესტონს ესტუმრა და უშანსოდ, 0:3 დამარცხდა.
როგორც ყოველთვის, გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგველინა და უოტფორდის ნათელი წერტილი იყო.
ქართველი ფეხბურთელი ბევრს ცდილობდა, მაგრამ მისი თანაგუნდელები მხარს ვერ უბამდნენ. მეტიც, 73-ე წუთზე ჩაკვე საგოლე პასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა მეკარესთან პირისპირ ვერ გაიტანა.
ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, უოტფორდს 13 ქულა დარჩა და მე-8 ადგილზე დაქვეითდა. შემდეგ ტურში, ქართველი ფეხბურთელის გუნდი მიდლსბროს უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩი 5 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.