შერმადინის 3 ქულა ქარშიაკასთან - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში პირველი მატჩი გამართა. გუნდი თურქულ „ქარშიაკას“ ესტუმრა და ანგარიშით 87:76 გაიმარჯვა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 14 წუთი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში გიორგიმ 3 ქულას, 2 მოხსნასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.
მატჩის ბომბარდირი, 20 ქულით, ფრან გერა გახდა.
„ტენერიფესა“ და „ქარშიაკას“ გარდა, C ჯგუფში ფრანგული „სენ-ქენტინი“ და ბერძნული „კოლოსოსი“ თამაშობენ. ჯგუფიდან სამი საუკეთესო გადის.