ვიქტორ ოსიმენი, გალათასარაი
Aa
Aa

ტრავმის გამო, ოსიმენი დაახლოებით 6 კვირას გამოტოვებს

„გალათასარაის“ ნიგერიელი ფორვარდი, ვიქტორ ოსიმენი, ტრავმის გამო, რამდენიმე კვირას ვერ ითამაშებს.

25 წლის ფეხბურთელმა მარცხენა ფეხის დაზიანება „ქასიმფაშასთან“ მატჩის დროს მიიღო, რომელშიც მან დუბლი შეასრულა. თამაში ფრედ 3:3 დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის თამაშს 4-დან 6 კვირამდე ვერ შეძლებს.

ოსიმენი „გალათასარაიში“ იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე ითამაშებს. მის ხელფასს მთლიანად თურქული გრანდი დაფარავს და „გალას“ ვიქტორის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ან ვალდებულება არ ექნება.

ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020-2024 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირზე გამართულ 133 შეხვედრაში თავი 76 გოლით გამოიჩინა.

მისთვის განსაკუთრებით წარმატებული 2022-2023 წლების სეზონი გახლდათ, როდესაც ნეაპოლურ კლუბთან ერთად სკუდეტო მოიგო, თავად კი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სერია A-ს ბომბარდირი გახდება“ - ცნობილი კომენტატორი კვარაზე
„სერია A-ს ბომბარდირი გახდება“ - ცნობილი კომენტატორი კვარაზე