გოგლიჩიძე, ბელინგემი, იამალი - Sofascore-ის თვის საუკეთესო U21 გუნდი
საბა გოგლიჩიძემ სერია ა ხმაურიანად დაიწყო. ქართველ ფეხბურთელს არაერთი ცნობილი ფიგურა და იტალიური გამოცემა აქებს.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ Sofascore-მა საბა თვის 21-წლამდე საუკეთესო გუნდში შეიყვანა. აღნიშნულ გუნდში კი ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც ჯუდ ბელინგემი და ლამინ იამალი არიან.
ტოპ 11:
სანტოსი, ქოლუილი, ხუსანოვი, გოგლიჩიძე, ბალება, ბელინგემი, ჩავი სიმონსი, ფლორიან ვირცი, ნიკო პასი, ლამინ იამალი, ბონი.
???? | U21 Team of the month
— Sofascore Football (@SofascoreINT) October 2, 2024
What do these eleven youngsters have in common? They've all produced some excellent performances in September! ????
In a tight race for our U21 Player of the month title, Lamine Yamal *just* edged out Xavi Simons to come out on top. ???????? pic.twitter.com/hUKCgEURES
შეგახსენებთ, რომ სერია ა-ში უკვე 6 ტური ჩატარდა. ემპოლი 10 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 6 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა და ეს მიმდინარე სეზონის სერია ა-ში მეორე საუკეთესო შედეგია. ამ მხრივ, თავს ნული გაშვებული გოლით ტურინის იუვენტუსი იწონებს.