საქართველოსთან ვერ ითამაშებს? - ციგანკოვი ფეიენოორდთან დაშავდა
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ჟირონა ფეიენოორდს უპირისპირდება. როგორც მოგეხსენებათ, ესპანურ კლუბში უკრაინელი ვიქტორ ციგანკოვი თამაშობს.
მატჩის 29-ე წუთზე ციგანკოვმა სირბილის დროს ტრავმა მიიღო. დაზიანება იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ მწვრთნელს მისი შეცვლა მოუწია. ვიქტორის ნაცვლად, მოედანზე დანჯუმა გამოჩნდა.
რა თქმა უნდა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს გამოტოვებს უკრაინელი ნახევარმცველი, თუმცა არის ალბათობა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მესამე ტურში ერთმანეთს უკრაინა და საქართველო უპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი 11 ოქტომბრით თარიღდება.
შეგახსენებთ, ჯვაროსნებთან დაპირისპირების წინ, უკრაინას რუსლან მალინოვსკიც გამოაკლდა, რომელმაც სერია ა-ს ტურში დაზიანება მიიღო.