მესი და დიბალა ერთად - სკალონიმ განაცხადი დაასახელა
სულ მალე საფეხბურთო სამყაროში სანაკრებო ბატალიები დაიწყება. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე არგენტინა ოქტომბრის თვეში ორ მატჩს გამართავს.
ამასთან დაკავშირებით, ალბისელესტეს მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ განაცხადი დაასახელა.
განაცხადი:
ხერონიმო რული, ხუან მუსო, ვალტერ ბენიტესი, გონსალო მონტიელი, ნაჰუელ მოლინა, კრისტიან რომერო, ლეონარდო ბალერდი, ხერმან პესელა, ნიკოლას ოტამენდი, ლისანდრო მარტინესი, მარკოს აკუნა, ნიკოლას ტალიაფიკო ალექსის მაკალისტერი.
როდრიგო დე პაული, ეზეკილ პალასიოსი, ენცო ფერნანდესი, ჯოვანი ლო ჩელსო, ტიაგო ალმადა, ალეხანდრო გარნაჩო, ნიკო გონსალესი, ნიკო პასი, პაულო დიბალა, ლაუტარო მარტინესი, ლიონელ მესი, ვალენტინ კაბრონი, ხულიან ალვრესი.
ცნობისთვის, 10 ოქტომბერს არგენტინის ეროვნული ნაკრები ვენესუელას ესტუმრება, ხოლო 16 ოქტომბერს ბოლივიას უმასპინძლებს.
La lista de la Selección Argentina. pic.twitter.com/jiokBCIYVv
— Gastón Edul (@gastonedul) October 2, 2024