შჩესნი ბარსაში გადასვლაზე: ეს სიამაყის მომენტია
ვოიცეხ შჩესნიმ, რომელმაც სამედიცინო შემოწმება გაიარა და „ბარსელონას“ ცოტა ხნის წინ შეუერთდა, პირველი კომენტარი გააკეთა.
34 წლის პოლონელმა მეკარემ კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
„ეს სიამაყის მომენტია. გულახდილად რომ ვთქვა, მე მზად ვიყავი ცხოვრებისთვის კარიერის დასრულების შემდეგ. მე ბედნიერი ვიყავი, მაგრამ აქ ყოფნის 2 დღის განმავლობაში იმის დანახვამ, როგორი დამოკიდებულება აქვს ხალხს ჩემს მიმართ, სიამაყე განმაცდევინა.
ლევანდოვსკი პირველი იყო, ვინც დამირეკა, რათა ეს შესაძლებლობა განმეხილა. თავიდან მე არ ვიყავი მზად ახალი გამოწვევებისთვის, მაგრამ მე ველაპარაკე ჩემს ოჯახს, მეგობრებს და ყველამ მითხრა, რომ შეცდომა იქნებოდა, შეთავაზება არ მიმეღო. ამიტომაც ითამაშა რობერტმა მნიშვნელოვანი როლი - სწორედ მას მოუვიდა ჩემი დარწმუნების იდეა“, - თქვა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ შჩესნის კარიერა დასრულებული ჰქონდა და მას შემდეგ, რაც ტერ შტეგენმა ტრავმა მიიღო, პოლონელის კარიერის განახლების საკითხი დღის წესრიგში დადგა.
ვოიცეხის გარდა, ბარსელონას კეილორ ნავასის ვარიანტი ჰქონდა, თუმცა არჩევანი შჩესნიზე შეაჩერა. შეგახსენებთ, რომ ბლაუგრანას საკუთარი თავი კლაუდიო ბრავომაც შესთავაზა.
ცნობისთვის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა, რის გამოც მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.