3 ქართველი ერთ გუნდში? - რასინგ 92-ს ბექა გორგაძე სურს
საფრანგეთის ტოპ 14-ში ქართველი მორაგბეები წარმატებულად ასპარეზობას აგრძელებენ და ისინი სულ უფრო მოთხოვნადები ხდებიან.
დღეს, ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Midi Olympique პოს ქართველი მორაგბის, ბექა გორგაძის შესახებ წერს.
წყაროს ცნობით, 28 წლის ქართველის გადაბირებით რასინგ 92 ინტერესდება და მოლაპარაკებას აწარმოებს.
პარიზული კლუბი აქტიურად ეძებს ჯორდან ჯოზეფის შემცვლელს და გორგაძე იდეალურ კანდიდატად მოჩანს. შეგახსენებთ, რომ რასინგ 92-ში ორი ქართველი მორაგბე გია ხარაიშვილი და გურამ გოგიჩაშვილი თამაშობენ. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში კი ქართულ ტრიოს ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ ბექა გორგაძეს ტოპ 14-ში თამაშის კოლოსალური გამოცდილება აქვს. 2018/2021 წლებში ბორდოში ასპარეზობდა, ხოლო 2021 წლიდან პოს ღირსებას იცავს.