ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის სიმბოლურში მოხვდა
ლა ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა მე-7 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც „ლევანტეს“ ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი შეიყვანეს.
✍️ ¡Este es el ???????? ???????????????????? de la Jornada 7!
— LALIGA HYPERMOTION (@LaLiga2) October 2, 2024
???? ¡Demasiada calidad en este ????????????????????????????????!#LALIGAHYPERMOTION pic.twitter.com/DoGTvPwqLC
ესპანეთის ლა ლიგა ორის მე-7 ტურში, გიორგი ქოჩორაშვილმა „ალმერიას“ გაუტანა. ქართველმა ნახევარმცველმა დამაგვირგვინებელ ფაზაში ბრწყინვალედ იმოქმედა და მისი გასროლა ტურის ტოპ 5 საუკეთესო გოლს შორის მოხვდა.
ქოჩორაშვილის დარტყმა ლა ლიგა ორის ოფიციალურმა გვერდმა გამოარჩია. გიორგის გარდა, ხუთეულში ადგილი ნიკო ფერნანდესმა (ელჩე), ბორხა სანჩესმა (ბურგოსი), გილერმო როსასმა (ხიხონი) და ხავიერ ონტივეროსმა (კადისი) დაისაკუთრეს.
ცნობისთვის, ლა ლიგა ორის 7 ტურის შემდეგ, „ლევანტე“ სატურნირო ცხრილის ლიდერია. ქოჩორაშვილის გუნდს 14 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 6 ოქტომბერს გამართავს. თბილისის დროით, 20:30-ზე, ვალენსიელები საკუთარ კედლებში „ოვიედოს“ დაუპირისპირდებიან.
გეტყვით იმასაც, რომ ქოჩორაშვილს მონაწილეობა 6 შეხვედრაში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 2 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.