ბარსელონა, ვოიცეხ შჩესნი
Aa
Aa

კონტრაქტი გააფორმა - შჩესნი ბარსელონას ოფიციალურად შეუერთდა

როგორც მოგეხსენებათ, ვოიცეხ შჩესნიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა და გულშემატკივრები ოფიციალურ განცხადებას ელოდებოდნენ.

დღეს, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ პოლონელმა კარის დარაჯმა კატალონიის ბარსელონასთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ შჩესნის კარიერა დასრულებული ჰქონდა და მას შემდეგ, რაც ტერ შტეგენმა ტრავმა მიიღო, პოლონელის კარიერის განახლების საკითხი დღის წესრიგში დადგა.

ვოიცეხის გარდა, ბარსელონას კეილორ ნავასის ვარიანტი ჰქონდა, თუმცა არჩევანი შჩესნიზე შეაჩერა. შეგახსენებთ, რომ ბლაუგრანას საკუთარი თავი კლაუდიო ბრავომაც შესთავაზა.

ცნობისთვის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა, რის გამოც მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცი, რომ 5 წლის შემდეგ ვინანებ, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ“ - კროოსი კარიერის დასრულებაზე
„ვიცი, რომ 5 წლის შემდეგ ვინანებ, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ“ - კროოსი კარიერის დასრულებაზე