სამი საათი და 20 წუთი | ალკარასმა სინერი ზედრამატულ თამაშში დაამარცხა
კარლოს ალკარასი ბეიჯინგში გამართული ATP-ის 500-იანი ტურნირის გამარჯვებული გახდა. ესპანელი ჩოგბურთელი ფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, იანიკ სინერს დაუპირისპირდა და ზედრამატულ ბრძოლაში იმარჯვა. მატჩი სამ საათსა და 20 წუთს გაგრძელდა და „კარლიტოსმა“ 6:7(6), 6:4, 7:6(3) მოიგო.
Carlos Alcaraz is the #ChinaOpen CHAMPION ????
— Eurosport (@eurosport) October 2, 2024
Bringing it back against the world No. 1, Jannik Sinner, to be victorious in Beijing ???? pic.twitter.com/D3RRvWTsar
ალკარასმა კარგად დაიწყო და 4:1 დაწინაურდა, თუმცა სინერმა ბოლომდე იბრძოლა და საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა. „კარლიტოსი“ სეტის მოგებასთან ახლოს იყო და ტაიბრეიკს 6:4-ს იგებდა, მაგრამ სინერმა ზედიზედ 4 გათამაშებაში იმარჯვა და პირველი პარტია დაისაკუთრა.
მეორე სეტში გადამწყვეტი მერვე გეიმი აღმოჩნდა. სინერს ალკარასის მოწოდებაზე ორი ბრეიკპოინტი ჰქონდა, რომლებიც ვერ გამოიყენა. ესპანელმა ჩოგბურთელმა მეტოქეს შეცდომა არ აპატია, მომდევნო გეიმში ბრეიკი შეასრულა და სეტებში წონასწორობა აღადგინა - 1:1.
ალკარასმა მესამე პარტიაც გამოყენებული ბრეიკპოინტით დაიწყო, მაგრამ სინერმა ფსიქოლოგიური სიმტკიცე კიდევ ერთხელ გამოავლინა, მეტოქის ჩაწოდება აიღო და საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა. სინერი ტაიბრეიკზე 3:0-ს იგებდა, თუმცა, ალკარასმა ზედიზედ შვიდი გათამაშება მოიგო და ჩემპიონი გახდა.
Can't. Stop. CARLITOS ????
— Tennis TV (@TennisTV) October 2, 2024
The moment @carlosalcaraz completed his 6-7 6-4 7-6 victory over Jannik Sinner for his first #ChinaOpen title! pic.twitter.com/zqCQFwMsJb
ესპანელმა ჩოგბურთელმა კარიერაში მე-16 ტიტული მოიპოვა, მიმდინარე სეზონში კი მე-4 თასს დაეუფლა. ალკარასმა სინერის 15-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და ურთიერთშეხვედრებში 6:4-ს უგებს.