ტონი კროოსი, ალექსანდრ ზვერევი
Aa
Aa

„ვიცი, რომ 5 წლის შემდეგ ვინანებ, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ“ - კროოსი კარიერის დასრულებაზე

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა ცნობილ ჩოგბურთელ ალექსანდრ ზვერევის პოდკასტში სტუმრობის დროს ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ დაასრულა კარიერა 34 წლის ასაკში.

რას ამბობს კროოსი:

ფეხბურთამდე ჩოგბურთს ვთამაშობდი. დედაჩემი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩემპიონი იყო, ამიტომ, ჩოგბურთში სიამოვნება სწრაფად ვიპოვე. ამბობდნენ, რომ მარცხენა ხელით ცუდად ვთამაშობდი.

ჩოგბურთელი რომ ვიყო, ჯერ პენსიაზე არ გავიდოდი. ახლა შენ აქ, შენს ძმასთან ერთად ზიხარ და პოდკასტს წერთ, გუნდურ სპორტში კი ეს შეუძლებელია. შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, წაიყვანთ თუ არა თქვენს ცოლ-შვილს ტურნირებზე, თქვენ წყვეტთ, ვინ წავა თქვენთან ერთად, ვინ დაჯდება ტრიბუნაზე, ვინ დაიძინებს თქვენს საწოლში მატჩისწინა ღამეს, გუნდურ სპორტში კი ასე არ ხდება.

ყოველთვის მინდოდა, რომ კარიერა უმაღლეს დონეზე დამესრულებინა. ბევრ საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად ვითამაშე, მაგრამ წარმატებას მხოლოდ რამდენიმემ მიაღწია. წლების განმავლობაში მუდმივმა გადაადგილებამ და ოჯახისგან განშორებამ ძალიან დამღალა. ალბათ, ხუთ წელიწადში ვიტყვი, რომ ეს ძალიან ადრე გავაკეთე, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ.

შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსმა კარიერა ევრო 2024-ის შემდეგ დაასრულა. 34 წლის გერმანელი ნახევარმცველი კარიერის უდიდესი პერიოდი მადრიდის „რეალში“ თამაშობდა, სადაც 5-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. 2014 წელს კროოსმა გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები