ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

„განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ“ | დარმშტადტის საიტი ბუდუს უფრთხის

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ მომდევნო შეხვედრას 4 ოქტომბერს გამართავს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი საკუთარ კედლებში „დარმშტადტს“ დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.

მოახლოებულ თამაშთან დაკავშირებით, „დარმშტადტის“ ოფიციალურ ვებგვერდზე სტატია გამოქვეყნდა და მასში „კარლსრუეს“ ძლიერ და სუსტ მხარეებზეა საუბარი. ავტორი ზივზივაძის ბრწყინვალე სათამაშო ფორმაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ „დარმშტადტმა“ მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს.

„კარლსრუესთან სტუმრად გასამართ შეხვედრაში, დარმშტადტის მცველებმა განსაკუთრებული ყურადღება ერთ ფეხბურთელს უნდა დაუთმონ. ბუდუ ზივზივაძე შთამბეჭდავ ფორმაში იმყოფება. გასულ სეზონში, მან 31 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე უკვე 7 ბურთია.

30 წლის თავდამსხმელი ნიურნბერგთან მატჩში ბრწყინვალე იყო და კარლსრუეს გამარჯვება მარტომ მოაპოვებინა. ბრაუნშვაიგთან მან გამარჯვების ბურთი შეაგდო, შალკეს კი კონტრშეტევებზე დუბლი შეუსრულა. ქართველ თავდამსხმელს კარლსრუეს გოლების 50 პროცენტში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ბუდუმ საქართველოს ნაკრების მაისურით 30 მატჩი ჩაატარა და 8 ბურთი შეაგდო. მისი სანაკრებო კარიერის საუკეთესო მომენტი ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვედრაა“, - წერს გერმანული კლუბის ვებგვერდი.

ცნობისთვის, 7 ტურის შემდეგ, „კარლსრუეს“ ანგარიშზე 15 ქულაა და ბუდუს გუნდი „მაგდებურგთან“ მეორე-მესამე პოზიციებს იყოფს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აქ ასპარეზობისთვის სხვა იარაღი გვჭირდება“ - კაშია სიტისთან მატჩზე
„აქ ასპარეზობისთვის სხვა იარაღი გვჭირდება“ - კაშია სიტისთან მატჩზე