ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ვინ ქმნის ყველაზე მეტ მომენტს მიმდინარე სეზონში | რომელ ადგილზეა კვარა?

CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა და დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც მიმდინარე სეზონში (იგულისხმება ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატი) ყველაზე მეტ მომენტს ქმნიან. „ნაპოლის“ ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია და მე-7 ადგილზეა.

CIES-ის რეიტინგში პირველ ადგილზე „პარი სენ-ჟერმენის“ ახალგაზრდა ნახევარმცველი, ჟოაუ ნევეში გახლავთ. მეორეზე „ჩელსის“ ლიდერს, კოულ პალმერს ვხედავთ. მას რომანო შმიდი (ვერდერი), ლამინ იამალი (ბარსელონა), ალექს ბაენა (ვილიარეალი) და იაგო ასპასო მოჰყვებიან, „კვარა“ კი მათ შემდეგაა.

საინტერესოა, რომ კვარაცხელიას იტალიის სერია A-ში საუკეთესო შედეგი აქვს. მის შემდეგ, „მილანის“ გარემარბი, რაფაელ ლეაუ მოდის, მათ კი შარლ დე კეტელარე მოჰყვება. ხვიჩა ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც მოჰამედ სალაჰი, ჩავი სიმონსი, ბუკაიო საკა, ფლორიან ვირცი და ჰონ მინ-სონი არიან.

ცნობისთვის, ქართველმა შემტევმა „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 6 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი, 13 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი სკანდალი ლიონში - მიქაუტაძის გუნდს ფინანსური პრობლემები აქვს
მორიგი სკანდალი ლიონში - მიქაუტაძის გუნდს ფინანსური პრობლემები აქვს