FourFourTwo-ს მარცხენა გარემარბების რეიტინგი - რომელ ადგილზეა კვარა
ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, FourFourTwo-მ საუკეთესო მარცხენა გარემარბები დაასახელა. რეიტინგის სათავეში მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი ვარსკვლავი, ვინისიუს ჟუნიორი აღმოჩნდა, რომელიც, დიდი ალბათობით, წელს „ოქროს ბურთსაც“ მიიღებს.
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია რეიტინგის მეოთხე საფეხურზეა, ხოლო პირველ სამეულში ვინისიუსთან ერთად რაფაელ ლეაუ და ნიკო უილიამსი მოხვდნენ.
FourFourTwo-ს რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“/ბრაზილია)
- რაფაელ ლეაუ („მილანი“/პორტუგალია)
- ნიკო უილიამსი („ატლეტიკ ბილბაო“/ესპანეთი)
- ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“/საქართველო)
- ჟერემი დოკუ („მანჩესტერ სიტი“/ბელგია)
- ლუის დიასი („ლივერპული“/კოლუმბია)
- გაბრიელ მარტინელი („არსენალი“/ბრაზილია)
- კინგსლი კომანი („ბაიერნი“/საფრანგეთი)
- მიკელ ოიარსაბალი („რეალ სოსიედადი“/ესპანეთი)
- სონ ჰიონ მინი („ტოტენჰემი“/სამხრეთ კორეა)