მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„როგორც წესი, დაღესტნელები რამადანის დროს არ ჩხუბობენ...“ - მერაბი უმართან ჩხუბის თარიღზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ისაუბრა ქამრის დაცვაზე და იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს მისი შემდეგი მეტოქე.

მერაბის თქმით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ მისი მომდევნო მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი იქნება, თუმცა ამასთან დაკავშირებით UFC-სთან ოფიციალური კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია.

რას ამბობს მერაბ დვალიშვილი:

„საჩემპიონო ქამრის პირველ დაცვასთან დაკავშირებით UFC-დან ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მომსვლია. სავარაუდოდ, შემდეგი მეტოქე უმარი იქნება, იმიტომ რომ მას დიდი მხარდაჭერა აქვს.

რაც შეეხება სავარაუდო თარიღს, როგორც წესი, დაღესტნელი მებრძოლები რამადანის დროს არ ჩხუბობენ, შესაბამისად, მე და უმარს ალბათ მანამდე გვაჩხუბებენ. შესაძლოა, ეს იყოს გაზაფხულზე - თებერვალში ან მარტში. ნურმაგომედოვი ძლიერი ოპონენტია. მასთან ბრძოლისთვის მთელი სერიოზულობით მოვემზადები“.

მერაბმა ასევე განაცხადა, რომ უკვე დაიწყო შემდგომი ბრძოლისთვის მომზადება და ამაში მას UFC-ის მებრძოლი დენის ბუზუკია ეხმარება.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი 15 სექტემბერს გახდა. „მაქნანამ“ საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბს ჩემთან ბრძოლის გარდა, სხვა არჩევანი არა აქვს“ | უმარის პასუხი
„მერაბს ჩემთან ბრძოლის გარდა, სხვა არჩევანი არა აქვს“ | უმარის პასუხი