„აქ ასპარეზობისთვის სხვა იარაღი გვჭირდება“ - კაშია სიტისთან მატჩზე
1 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში გურამ კაშიას ბრატისლავის „სლოვანი“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტის“ შეხვდა და უშანსოდ, 0:4 დამარცხდა.
სლოვაკური გუნდის ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გურამ კაშიამ UEFA-ს გვერდთან განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა კაშიამ:
„საკმაოდ მაღალი ხარისხის მქონდე გუნდს ვეთამაშეთ. ძალიან რთული იყო მათგან თავის დაცვა. მათ ისე კარგად ითამაშეს, რომ თამაშში შანსიც არ გვქონია. მაგრამ ჩვენ მაინც ვამაყობთ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშით, თუმცა, ამ დონეზე ასპარეზობისთვის სხვა იარაღი გვჭირდება, ვიდრე ჩვენ გვაქვს“.
ბრატისლავის „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში სტუმრად „სელტიკს“ დაუპირისპირდა და 5:1 დამარცხდა, მეორე ტურში კი კვლავ ოთხბურთიანი სხვაობით პეპ გუარდიოლას „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდა.
გურამ კაშიას გუნდი ორი მარცხით და ბურთების 1:9 შეფარდებით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, 35-ე ადგილზე იმყოფება. „სლოვანი“ მომდევნო ტურში „ჟირონას“ დაუპირისპირდება. მატჩი 22 ოქტომბერს, ესპანეთში გაიმართება.