მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მორიგი სკანდალი ლიონში - მიქაუტაძის გუნდს ფინანსური პრობლემები აქვს

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ სპორტული თვალსაზრისით ნამდვილად რთულ პერიოდს გადის, თუმცა, ფრანგული გამოცემა Le Progres-ის ცნობით, სპორტულ პრობლემებს ფინანსური დავალიანებაც დაემატა.

ბოლო კვირების განმავლობაში, კლუბი რამდენიმე სკანდალურ სიტუაციაში აღმოჩნდა. რამდენიმე კვირის წინ, ცნობილი გახდა, რომ „ლიონს“ გიორგი მიქაუტაძის ყოფილი კლუბისთვის ქართველის ტრანსფერის შედეგად გამოწვეული დავალიანება დაფარული არ ჰქონდა, დღეს კი Le Progres-მა დაწერა, რომ „მეცისთვის“ გადასახდელი თანხა „ლიონისთვის“ ერთადერთი დავალიანება არაა.

ფრანგული გამოცემა წერს, რომ „ოლიმპიკს“ გადაუხდელი ვალები რამდენიმე კომპონენტში დაუგროვდა, მათ შორის: კვება, ბაზის დაცვა, ტექნიკური მომსახურება და ა.შ. ამ დავალიანებების გადაუხდელობა კი კლუბის ფინანსურ სტაბილურობას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის და შესაძლოა, უარყოფითი შედეგები ყოველდღიურ საქმიანობებზეც იქონიოს.

Le Progres-ის ცნობით, დავალიანების საერთო თანხა დაახლოებით 40 მილიონ ევროს შეადგენს. ასევე ცნობილია, რომ „მეცმა“ მიქაუტაძის ამჟამინდელ გუნდს სასამართლოშიც უჩივლა და სატრანსფერო ვალდებულებების დროულად დაფარვა მოსთხოვა.

„ლიონის“ მფლობელები იძახიან, რომ დამატებითი ინვესტიციების მოძიების შესაძლებლობა აქვთ, თუმცა, ამას მათივე თქმით გარკვეული დრო დასჭირდება.

როგორც გითხარით, „ლიონს“ სპორტული თვალსაზრისითაც არასახარბიელო მდგომარეობა აქვს. მიქაუტაძის გუნდი 6 ტურის შემდეგ, ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ პსჟ-ს 9 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯგუფის მოგება შეგვიძლია“ - უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
„ჯგუფის მოგება შეგვიძლია“ - უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი