თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ევროლიგის ტოპ 50 კალათბურთელი | რომელ ადგილზეა თორნიკე შენგელია

ცნობილმა საკალათბურთო პორტალმა, Eurohoops-მა ევროლიგის ტოპ 50 კალათბურთელი დაასახელა. „ვირტუს ბოლონიას“ ქართველი მძიმე ფორვარდი, თორნიკე შენგელია საუკეთესოთა შორის მოხვდა და მე-11 პოზიციას იკავებს.

„2023/24 წლების სეზონში, თორნიკე შენგელია ევროლიგის სეზონის MVP-ის ჯილდოს კანდიდატთა შორის სტაბილურად და დამსახურებულად იმყოფებოდა. ვირტუს ბოლონიამ სეზონის პირველი ნაწილი შესანიშნავად ჩაატარა და ქართველი კალათბურთელი ძლიერ და უნივერსალურ თამაშს აჩვენებდა.

თუმცა, იტალიელთათვის გათამაშება მაინც უარყოფით ნოტაზე დასრულდა. გუნდი ჩამოიშალა და პლეიოფში ვერ გავიდა. სწორედ ესაა მიზეზი, რომლის გამოც, შენგელიას ჩვენი რეიტინგის ტოპ 10-ში მოსახვედრად ძალიან ცოტა დააკლდა“, - წერს Eurohoops-ი.

ცნობისთვის, ევროლიგის გასულ სეზონში, შენგელია საშუალოდ 14.5 ქულას, 5 მოხსნას, 3.3 შედეგიან გადაცემასა და 1 დაფარებას აგროვებდა. მისმა გუნდმა სეზონი მე-10 პოზიციაზე დაასრულა და პლეი-ინში „ბასკონიასთან“ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენ ვთამაშობდით საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, რაც კი ოდესმე მინახავს“ | ვაისი
„ჩვენ ვთამაშობდით საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, რაც კი ოდესმე მინახავს“ | ვაისი