ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Gazzetta dello Sport: კვარას აგენტმა მოთხოვნები შეამცირა

იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ახალ დეტალებს ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კვარას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, რომელიც ახალ კონტრაქტში ყოველწლიური ხელფასის სახით 8 მილიონი ევროს დაფიქსირებას ითხოვდა, მოთხოვნები შეამცირა.

არსებული ინფორმაციით, „პარტენოპეი“ კვარას 2029 წლამდე კონტრაქტის გახანგრძლივებას და ფიქსირებული ხელფასისა და ბონუსების სახით ჯამში ყოველწლიურად 6 მილიონ ევროს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კონტრაქტი კვარას კლუბთან 2027 წლამდე აკავშირებს, ქართველის ხელფასი კი 1,5 მილიონი ევროა.

იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა უკვე ჩაინიშნა. მამუკა ჯუღელი და „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ერთმანეთს ოქტომბრის ბოლოს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 6 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. „ნაპოლი“ ბოლოს „მონცას“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა, მეორე გოლი კი ქართველი შემტევის ანგარიშზეა.

6 ტურის შემდეგ, ნეაპოლური გუნდი სატურნირო ცხრილში 13 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „კომოს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა - ახალი ინფორმაცია კვარას კონტრაქტზე
მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა - ახალი ინფორმაცია კვარას კონტრაქტზე