ერიკ ტენ ჰაგი, სერ ალექს ფერგიუსონი, მასიმილიანო ალეგრი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

ალეგრი ტენ ჰაგის ნაცვლად? - იტალიელის კანდიდატურას ფერგიუსონი ლობირებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ერიკ ტენ ჰაგის პოტენციური შემცვლელის კანდიდატურებს განიხილავს. იტალიური Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მთავარ კანდიდატად ტომას ტუხელი განიხილება, თუმცა ბოლო დღეებში განხილვების დროს მასიმილიანო ალეგრის სახელმაც გაიჟღერა.

ტუხელი მიუნხენის „ბაიერნიდან“ წასვლის შემდეგ უგუნდოდაა, ალეგრის კი ზაფხულში „იუვენტუსმა“ გაუწყვიტა კონტრაქტი.

იტალიური გამოცემის ცნობით, ტუხელს ზურგს პრემიერლიგაში, კერძოდ კი „ჩელსიში“ მუშაობის გამოცდილება უმაგრებს, ალეგრის კი, თავის მხრივ, „ოლდ ტრაფორდზე“ განსაკუთრებული ქომაგი ჰყავს - სერ ალექს ფერგიუსონის სახით.

როგორც Gazzetta dello Sport-ი წერს, ფერგიუსონს ალეგრის მუშაობის სტილი მოსწონს და მას კარლო ანჩელოტის ადარებს. ფერგი მიიჩნევს, რომ ალეგრის შეუძლია, „მართოს გასახდელი“, რაც, ტენ ჰაგისთვის პრობლემას წარმოადგენს.

ჟურნალისტების ცნობით, ზაფხულში ყველა ტენ ჰაგის გათავისუფლებას ელოდებოდა, თუმცა მოულოდნელად კლუბმა მას კონტრაქტი გაუხანგრძლივა და ნიდერლანდელის მიერ მოთხოვნილი ფეხბურთელებიც იყიდა - მატიის დე ლიხტი, ჯოშუა ზირკზე და მანუელ უგარტე. თუმცა ფაქტია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ კრიზისშია და გუნდი 6 ტურის შემდეგ 7 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საშინლად ვითამაშეთ! სად გაქრა სიამაყე?“ - ფერდინანდი ტოტენჰემთან მარცხზე
„საშინლად ვითამაშეთ! სად გაქრა სიამაყე?“ - ფერდინანდი ტოტენჰემთან მარცხზე