„პირველი, ვინც დაანოკაუტებს“ | თოფურია ჰოლოუეისთან გამარჯვებაში დარწმუნებულია
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ მომდევნო მეტოქეს, მაქს ჰოლოუეის მიმართა. „ელ მატადორმა“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „დალოცვილს“ დომინანტურ სტილში დაამარცხებს.
„პირველი, ვინც მას დაანოკაუტებს. აბსოლუტური დომინაცია იქნება. ეს ეძღვნება ბიჭებსა და გოგონებს, რომლებიც თვალს მადევნებენ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველაფერი შესაძლებელია თუ რწმენა გაქვს და მიზნისკენ ისწრაფვი.
არ დაგავიწყდეთ, რომ სულერთია საიდან მოდიხართ, თუ იცით, სად მიდიხართ. მადლობა საქართველოსა და ესპანეთს ყველაფრისთვის, რაც მომცეს და რის მოცემასაც განაგრძობენ. ეს თითოეულ თქვენგანს გეძღვნებათ. 16:0-ზე და ისევ დაუმარცხებელი! დაუმარცხებელი მენტალიტეტი აქვთ იმათ, ვისაც სჯერათ, რომ საკუთარი ოცნებების რეალობად ქცევა შეუძლიათ“.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის ჩხუბი UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება. ღონისძიება აბუ-დაბიში გაიმართება და ილიასა და მაქსის დაპირისპირებას 27 ოქტომბერს, თბილისის დროით დაახლოებით ღამის 3-4 საათზე ვიხილავთ. როგორც მოგეხსენებათ, „დალოცვილს“ კარიერაში ნოკაუტით არც ერთხელ წაუგია და არც ნოკდაუნში ყოფილა.