„ჩვენ ვთამაშობდით საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, რაც კი ოდესმე მინახავს“ | ვაისი
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, ბრატისლავის „სლოვანმა“ „მანჩესტერ სიტის“უმასპინძლა და უშანსოდ 0:4 დამარცხდა.
გურამ კაშიას გუნდის თავკაცმა, ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე მატჩი შეაჯამა და მეტოქე გუნდი შეაქო.
რა თქვა ვაისმა:
„ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა ჩვენთვის და ხალხისთვის. მათ ფანტასტიკური გუნდი ნახეს. ყველა მწვრთნელს სჯერა სასწაულის, მაგრამ „სიტის“ ხარისხი - ეს საერთოდ სხვა რამეა“.
„ჩვენ ვთამაშობდით საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, რაც კი ოდესმე მინახავს. არ შეიძლებოდა, რომ სხვა მოლოდინი გვქონოდა. ჩემთვის „მანჩესტერ სიტი“ საუკეთესო გუნდია მსოფლიოში, ხარისხიანი და პოზიციური თამაშის თვალსაზრისით“.
როგორც ყოველთვის, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გურამ კაშია, რომელსაც ნორმალური მატჩი ჰქონდა. ქართველმა მცველმა არაერთხელ გაანეიტრალა ქალაქელების შეტევა, მაგრამ საერთო ჯამში სლოვანი გუარდიოლას გუნდის მასირებულ შეტევებს ვერ უძლებდა.
შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის შემდეგ, სლოვანს ნული ქულა აქვს. შემდეგ ტურში, ვაისის შეგირდები ჟირონას ესტუმრებიან.
კაშიას საუკეთესო მომენტები და მატჩის მიმოხილვა