მანჩესტერ სიტი, გურამ კაშია, სლოვანი
Aa
Aa

უშანსოდ - კაშიას სლოვანი მანჩესტერ სიტისთან დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ბრატისლავის სლოვანმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და უშანსოდ 0:4 დამარცხდა.

როგორც ყოველთვის, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გურამ კაშია, რომელსაც ნორმალური მატჩი ჰქონდა.

ქართველმა მცველმა არაერთხელ გაანეიტრალა ქალაქელების შეტევა, მაგრამ საერთო ჯამში სლოვანი გუარდიოლას გუნდის მასირებულ შეტევებს ვერ უძლებდა.

ანგარიში მე-8 წუთზე ილქაი გიუნდოგანმა გახსნა, რასაც ფილ ფოდენმა მე-15 წუთზე უპასუხა და 2:0 დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ კაშიას პირველ ორ გოლში ბრალი არ მიუძღვის, თუმცა მეორე ნახევარში, 58-ე წუთზე მას ერლინგ ჰოლანდი გაექცა და სვაობა სამამდე გაზარდა. საბოლოო წერტილი ჯეიმს მაკატიმ დასვა, რომლისთვისაც ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი იყო.

შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის შემდეგ, სლოვანს ნული ქულა აქვს. შემდეგ ტურში, ვაისის შეგირდები ჟირონას ესტუმრებიან.

კაშიას საუკეთესო მომენტები და მატჩის მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი იზრდება - გულიაშვილის გადაბირება 2  გუნდს სურს
ინტერესი იზრდება - გულიაშვილის გადაბირება 2 გუნდს სურს