“ფარული მოლაპარაკება იურიჩთან? სიცრუეა“ - ტოტიმ ჭორები უარყო
დანიელე დე როსის გათავისუფლებას და მის ნაცვლად ივან იურიჩის დანიშვნას გართულებები მოყვა. რომას გულშემატკივრებმა აღნიშნული ფაქტი მწვავედ გააკრიტიკეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯალოროსის ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა ტოტიმ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
რა თქვა ტოტიმ?
„უნდა ვთქვათ, რომ იურიჩმა დიდებულად დაიწყო. ორი გამარჯვება და ერთი ფრე. ყველა ვიცით, რომ ეს კლუბი მნიშვნელოვანია. იმედია, ის ივანი კარგ გზას გაივლის, როგორც სერია ა-ში, ისე ევროპაში. ვიღაცამ გაავრცელა, რომ მე დე როსის გათავისუფლება მინდოდა და იურიჩთან მოლაპარაკება წინასწარ ვაწარმოე. ეს ასე არ არის და ტყუილია.
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რომა რთული ადგილია. თუ სწორი ხასიათი და მოტივაცია არ გაქვს, ვერაფერს მიაღწევ. სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. პელეგრინის და კრისტანტეს პროტესტი? ჩვენ ორ დიდ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ და ჭორებს ნუ აჰყვებით. ისინი გუნდში მხოლოდ ფეხბურთის სათამაშოდ არიან.“
შეგახსენებთ, რომ დე როსის გათავისუფლება გულშემატკივრებმა იმდენად მწვავედ მიიღეს, რომ გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა ლინა სულუკუმ დაკავებული თანამდებობა დატოვა. მას და მის ოჯახს სიკვდილით ემუქრებოდნენ.