ხვიჩა კვარაცხელია, სკოტ მაკტომინეი
Aa
Aa

მაკტომინეი: კვარა და ლუკაკუ საუკეთესოები არიან, ვისთანაც კი მითამაშია

„ნაპოლიში“ ახლახან გადასულმა სკოტ მაკტომინეიმ გუნდზე ისაუბრა და თქვა, რომ კვარა და ლუკაკუ საუკეთესოები არიან, ვისთანაც კი უთამაშია.

შოტლანდიელი ფეხბურთელის განმარტებით, სერია A-ში ტაქტიკურად უფრო დატვირთული თამაშებია, ვიდრე ინგლისში.

„ძალიან აღფრთოვანებული ვარ იტალიის ჩემპიონატის დონით. გუნდი მოედანზე ძალიან კარგია. შემიძლია ვთქვა, რომ იმ ფეხბურთელებიდან, ვისთანაც მითამაშია, ლუკაკუ ფიზიკურად ყველაზე ძლიერია, კვარა კი ყველაზე ტექნიკური. ის ამ მხრივ ყველაზე მეტად არის დაჯილდოებული", - თქვა მაკტომინეიმ.

მიმდინარე სეზონში, კვარამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში მე-6 შეხვედრა ჩაატარა და თავი 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მისმა გუნდმა ზედიზედ მე-5 შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში 13 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ნეაპოლელებს მომდევნო შეხვედრა 4 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „კომოს“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვცდილობთ, მეტი თავისუფლება მივცეთ“ - მატიას ოლივეირამ კვარაზე იასუბრა
„ვცდილობთ, მეტი თავისუფლება მივცეთ“ - მატიას ოლივეირამ კვარაზე იასუბრა