გორის დილა, ქუთაისის ტორპედო, კოლხეთი 1913
Aa
Aa

ტორპედოსთან სხვაობა გაიზარდა - დილამ ქულები დაკარგა

Crystalbet ეროვნული ლიგის მორიგ ტურში გორის დილა კოლხეთი 1913-ს ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, სტუმრები მეორე ნახევარში 2-ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ დილა 3 ქულას აიღებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

78-ე და 88-ე წუთებზე კლიმოვმა გაისროლა, დუბლი შეასრულა და გორელებს მნიშვნელოვანი 2 ქულა წაართვა.

ამ მატჩის შემდეგ, დილასა და ქუთაისის ტორპედოს შორის სხვაობა გაიზარდა. ტორპედო Crystalbet ეროვნულ ლიგას 57 ქულით ლიდერობს, ხოლო დილა მეორე პოზიციას 52 ქულით იკავებს. შეგახსენებთ, რომ Crystalbet ეროვნული ლიგის დასრულებამდე 9 ტური დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოთარ კაკაბაძე: ვიცით, სადაც ვართ და ჩვენი აზროვნება არ იცლება
ოთარ კაკაბაძე: ვიცით, სადაც ვართ და ჩვენი აზროვნება არ იცლება