გიორგი გულიაშვილი, სარაევო
Aa
Aa

ინტერესი იზრდება - გულიაშვილის გადაბირება 2 გუნდს სურს

„სარაევოს" 23 წლის ქართველი შემტევის, გიორგი გულიაშვილის ტრანსფერით „დინამო ზაგრები" და „ჰაიდუკი" არიან დაინტერესებული. ამის შესახებ ინფორმაციას ხორვატიული მედია ავრცელებს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, „ჰაიდუკის" ყოფილი სპორტული დირექტორი, ნიკოლიჩიუსი „სარაევოს" ხელმძღვანელობასთან შენიშნეს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი გულიაშვილის კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს ბოსნია და ჰერცეგოვინას საფეხბურთო ჩემპიონატის მე-9 ტურში, „სარაევო“ სტუმრად „სიროკი ბრიეგს“ დაუპირისპირდა.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა, სადაც ლიდერის სტატუსი სამჯერ შეიცვალა. „სარაევოს“ ქართველი შემტევი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა.

ანგარიში მე-12 წუთზე მასპინძლებმა თერთმეტმეტრიანით გახსნეს, რასაც ტაიმის მიწურულს გიორგი გულიაშვილმა ასევე თერთმეტმეტრიანით უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევრის დებიუტში გულიაშვილმა მეტოქის კარში დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. საბოლოოდ მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.

გულიაშვილი 9 ტურის შემდეგ, 8 გოლით ბოსნია & ჰერცეგოვინას ჩემპიონატის ბომბარდირია და უახლოეს მდევარს ორი გოლით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
24-ნომრიანი მაისური, 24 ქულა და Fadeaway კობის სტილში - ემბიდმა „მამბას
24-ნომრიანი მაისური, 24 ქულა და Fadeaway კობის სტილში - ემბიდმა „მამბას" პატივი მიაგო