ნიკოლოზ ბასილაშვილი, რიშარ გასკე
Aa
Aa

მარცხი გასკესთან 1 საათში - ბასილაშვილი ლე კაფტიფის ჩელენჯერს დაემშვიდობა

როგორც მოგეხსენებათ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლე კაფტიფის ჩელენჯერზე თამაშის უფლება მოიპოვა, თუმცა პირველივე წრეში დამარცხდა.

ქართველი ჩოგბურთელი კოლოსალურად გამოცდილ რიშარ გასკეს დაუპირისპირდა და ორ სეტში 1:6 4:6 წააგო. მატჩი ზუსტად 1 საათი გაგრძელდა.

ფრანგი ჩოგბურთელი პირველი სეტში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა და ბასილაშვილის ორი ჩაწოდება მოიგერია, რაც სეტის მოსაგებად საკმარისი გამოდგა.

მეორე სეტი იდენტური სცენარით წარიმართა. გასკე 5:2-ს იგებდა, თუმცა ჩვენებურმა ერთი ბრეიკის შესრულება შეძლო, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა და 4:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგში 156 ქულით 328-ე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი უტაქტო საქციელი - მედვედევმა ჩოგანი გულშემატკივრებისკენ ისროლა
მორიგი უტაქტო საქციელი - მედვედევმა ჩოგანი გულშემატკივრებისკენ ისროლა