ოთარ კაკაბაძე, კრაკოვია
Aa
Aa

ოთარ კაკაბაძე: ვიცით, სადაც ვართ და ჩვენი აზროვნება არ იცლება

პოლონური „კრაკოვიას“ ქართველმა კაპიტანმა, ოთარ კაკაბაძემ ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა.

29 წლის მცველმა თავისი გუნდის მიღწევებზე ილაპარაკა და თქვა, რომ „კრაკოვიას“ მიზანი საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრაა.

რა თქვა კაკაბაძემ:

„ვიცით, სადაც ვართ და ჩვენი აზროვნება არ იცლება. შორეულ მომავალში არ ვიყურებით, რადგან ეს შეიძლება კატასტროფული შედეგის მომტანი გახდეს. ჩვენ ცხრილის ლიდერებს შორის ვართ და ვისმენ მოსაზრებას, რომ შეგვიძლია პოლონეთის ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლოთ, მაგრამ ამ ყველაფერს მშვიდად ვეკიდები. ჯერ ადრეა ასეთი განცხადებების კეთება“.

„ჩვენ ახალი მწვრთნელი გვყავს, რამდენიმე ახალი მოთამაშე, ახალი სისხლი გუნდში. შევცვალეთ რამდენიმე დეტალი. ჩვენი სტილი იმავენაირია, სერიოზული ცვლილებები არ მომხდარა, თუმცა ზოგჯერ უბრალოდ უფრო მეტი დროა საჭირო, რომ სხვანაირად დალაგდეს რაღაცები“.

ოთარ კაკაბაძე კაპიტანი ივლისში გახდა. 21 სექტემბერს, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-9 ტურში „კრაკოვიამ“ სტუმრად „პუშჩას“ სძლია - 2:1. გამარჯვების გოლი სწორედ ოთომ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრაკოვიას მწვრთნელმა კაკაბაძე შეაქო | „ოთო ძლიერი მცველია...“
კრაკოვიას მწვრთნელმა კაკაბაძე შეაქო | „ოთო ძლიერი მცველია...“