ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენი: 100 მილიონზე მეტი ვღირვარ

„ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი, ვიქტორ ოსიმენი, რომელიც ცოტა ხნის წინ „გალათასარაიში“ გადავიდა, თავის პროფესიონალიზმში დარწმუნებულია და ამბობს, რომ ის 100 მილიონ ევროზე მეტი ღირს.

რა თქვა ოსიმენმა:

„მე მილიონ ევროზე მეტი ვღირვარ. მსოფლიოში ჩემნაირი მოთამაშეები ცოტაა, რომლებმაც მსგავს შედეგებსა და წარმატებას მიაღწიეს. ყველაფერი ჩემს ხასიათს უკავშირდება - იმას, რასაც მოედანზე ვაკეთებ და ასევე ჩემს ხარისხს“.

„ვფიქრობ, რომ უფრო მაღალ შეფასებას ვიმსახურებ. მე ვაცნობიერებ, თუ რა წვლილის შეტანა შემიძლია გუნდში. ხალხი სხვადასხვანაირად ფიქრობს - ზოგი ამბობს, რომ 15 მილიონი ვღირვარ, სხვები ამბობენ, რომ 100-120-150 მილიონი ევრო, ყველას განსხვავებული აზრი აქვს“.

ოსიმენი „გალათასარაიში“ იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე ითამაშებს. მის ხელფასს მთლიანად თურქული გრანდი დაფარავს და „გალას“ ვიქტორის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ან ვალდებულება არ ექნება.

ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020-2024 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირზე გამართულ 133 შეხვედრაში თავი 76 გოლით გამოიჩინა. მისთვის განსაკუთრებით წარმატებული 2022-2023 წლების სეზონი გახლდათ, როდესაც ნეაპოლურ კლუბთან ერთად სკუდეტო მოიგო, თავად კი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
უფრო მეტი, ვიდრე კვარა-ოსიმენი - იტალიური მედია კვარაცხელია-ლუკაკუს დუეტზე
უფრო მეტი, ვიდრე კვარა-ოსიმენი - იტალიური მედია კვარაცხელია-ლუკაკუს დუეტზე