„ჯგუფის მოგება შეგვიძლია“ - უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
უკრაინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მირონ მარკევიჩმა ადგილობრივ მედიასთან ერთა ლიგის 2024 წლის სეზონზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა და საქართველოსთან მატჩზეც ისაუბრა.
რას ამბობს მარკევიჩი:
„ვფიქრობ, ჯგუფის მოგების შანსები კიდევ არსებობს. ოთხი თამაშიდან ოთხივე უნდა მოვიგოთ და ეს იქნება. ეს ძალიან რეალური ამოცანაა. საქართველო, ჩეხეთი და ალბანეთი ჩვენთვის რთული მეტოქეები არიან, მაგრამ გამარჯვება სამივესთან შეგვიძლია. ჩვენს ჯგუფში ესპანეთი, ან ინგლისი რომ ყოფილიყო, სხვანაირად ვისაუბრებდი, მაგრამ ახლა, ამ გუნდებში წინასწარ ვერ ვიტყვით, რომ პირველი, ან მეორე ადგილის შანსი აღარ გვაქვს“.
„დიახ, სტარტზე ორი მარცხის შემდეგ პირველი ადგილის დაკავება რთული იქნება, მაგრამ შეცდომების გამოსწორების შემთხვევაში ეს სავსებით შესაძლებელია“.
2 ტურის შემდეგ, ერთა ლიგის B ლიგის პირველ ჯგუფს საქართველოს ნაკრები 6 ლიდერობს, უკრაინა კი 0 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება პოლონეთის ქალაქ პოზნანში 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.