ერლინგ ჰოლანდი, ფილ ფოდენი, ბუკაიო საკა
Aa
Aa

ჰოლანდი პირველია | პრემიერლიგის ფეხბურთელების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები

Transfermarkt-მა ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა და „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი 200 მილიონ ევროდ შეაფასა.

ეს Transfermarkt-ის ისტორიაში მეორე შემთხვევაა - პირველმა 200-მილიონიანი ნიშნული 2018 წელს კილიან მბაპემ გადალახა.

შესაბამისად, ჰოლანდის ღირებულება ამჟამად მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავური ტრიოს ღირებულებას აღემატება: ვინისიუსს, ჯუდ ბელინგემსა და კილიან მბაპეს Transfermarkt-ი 180 მილიონად აფასებს.

პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების პირველი 11-ეული ასე გამოიყურება:

  1. ერლინგ ჰოლანდი, მანჩესტერ სიტი - 200 მლნ ევრო;
  2. ფილ ფოდენი, მანჩესტერ სიტი - 150 მლნ ევრო;
  3. ბუკაიო საკა, არსენალი - 140 მლნ ევრო;
  4. როდრი, მანჩესტერ სიტი - 130 მლნ ევრო;
  5. დეკლან რაისი, არსენალი - 120 მლნ ევრო;
  6. მარტინ ოდეგორი, არსენალი - 110 მლნ ევრო;
  7. კოულ პალმერი, ჩელსი - 90 მლნ ევრო;
  8. ბრუნო გიმარაეში, ნიუკასლი - 85 მლნ ევრო;
  9. უილიამ სალიბა, არსენალი - 80 მლნ ევრო;
  10. ლუის დიასი, ლივერპული - 80 მლნ ევრო;
  11. რუბენ დიაში, მანჩესტერ სიტი - 80 მლნ ევრო.

აღსანიშნავია, რომ „ტოტენჰემის“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ჯეიმს მედისონია (70 მლნ ევრო, მე-20 ადგილი), ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედის“ - ბრუნო ფერნანდეში (65 მლნ ევრო, 23-ე ადგილი) - იხილეთ სრული სია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰოლანდის მე-100 გოლი - სიტიმ ქულა ბოლო წუთზე გადაარჩინა
ჰოლანდის მე-100 გოლი - სიტიმ ქულა ბოლო წუთზე გადაარჩინა