ერიკ ტენ ჰაგი, რუუდ ვან ნისტელროი
Aa
Aa

ტენ ჰაგს 1-კვირიანი ვადა მისცეს - სავარაუდო შემცვლელიც ცნობილია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს კლუბის ხელმძღვანელებმა ერთკვირიანი ვადა მისცეს. თუ უახლოეს შეხვედრებში, ნიდერლანდელი სპეციალისტი კლუბისთვის დამაკმაყოფილებელ შედეგებს ვერ დააფიქსირებს, ხელმძღვანელები მას თანამდებობას დაატოვებინებენ.

ბრიტანულ მედიაში ერიკ ტენ ჰაგის პოტენციური შემცვლელის ვინაობაც სახელდება. Daily Telegraph-ის ცნობით, თუ ნიდერლანდელს გაათავისუფლებენ, მის ადგილს მისივე ასისტენტი, „წითელი ეშმაკების“ ყოფილი თავდამსხმელი რუუდ ვან ნისტელროი დაიკავებს.

გამოცემის ცნობით, შესაძლოა, ნისტელროი თავდაპირველად დროებით მწვრთნელად დანიშნონ, მისი მომავალი კი მისსავე შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

რუუდ ვან ნისტელროის გარდა, „მანჩესტერ იუნაიტედს“ გერმანელი სპეციალისტი, ტომას ტუხელიც დაუკავშირეს. მიუნხენის „ბაიერნისა“ და ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი თავკაცი „რეკორდმეისტერიდან“ გათავისუფლების შემდეგ ამ დრომდე უმუშევარია და შესაბამის წინადადებას ელოდება. ბრიტანულ მედიაში კი იწერება, რომ ტუხელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ პოტენციურ მწვრთნელებს შორის, ხელმძღვანელების ფავორიტთა სამეულშია.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 6 ტურის შემდეგ, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება. ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურში, ერიკ ტენ ჰაგის გუნდი საკუთარ მოედანზე „ტოტენჰემთან“ 0:3 მამარცხა, რამაც გულშემატკივრებისა და კლუბის ლეგენდების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

„წითელ ეშმაკები“ მიმდიანარე კვირაში ორ შეხვედრას გამართავენ. ტენ ჰაგის გუნდი 3 ოქტომბერს, ევროპა ლიგაზე სტუმრად „პორტუს“ დაუპირისპირდება, შემტედ კი 6 ოქტომბერს, პრემიერ ლიგაში „ასტონ ვილას“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები