„საქართველო პროგრესირებს და მათი დამარცხება რთული იქნება“ - უკრაინის ყოფილი მწვრთნელი
უკრაინის ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იოზეფ საბომ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს სერგეი რებროვის მიერ დასახელებულ შემადგენლობაზე ისაუბრა და საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების შანსები შეაფასა.
რას ამბობს საბო:
„იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ითამაშა უკრაინამ ალბანეთთან და ჩეხეთთან, ეს შემადგენლობა უბრალოდ საშინელებაა. ამ გუნდს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. ჩვენი უახლოესი მეტოქე - საქართველო ახლა პროგრესის გზას ადგას და მათი დამარცხება ძალიან რთული იქნება, მაგრამ მჯერა, რომ რებროვი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. მან იცის, როგორ უნდა მიიღოს სასურველი შედეგი. ვფიქრობ, ქართველებზე პირველივე წუთიდან ზეწოლა უნდა მოვახდინოთ და მათი თამაში ავრიოთ“.
„რაც შეეხება ჯგუფის მოგების შანსებს, ახლა ყველა თამაშში გამარჯვება გვჭირდება, რადგან 6 ქულა უკვე დავკარგეთ. ჯერ საქართველო უნდა დავამარცხოთ, შემდეგ კი ჩეხეთთან მატჩია და აქაც გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ. ჩეხები უკრაინელებზე ძლიერები ნამდვილად არ არიან. მაგრამ მანამდე საქართველოსთან მატჩია. ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, გვექნება თუ არა პირველი ორი ადგილის დაკავების შანსი. ყველაფერი რებროვის ბიჭების ხელშია“.
2 ტურის შემდეგ, ერთა ლიგის B ლიგის პირველ ჯგუფს საქართველოს ნაკრები 6 ლიდერობს, უკრაინა კი 0 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება პოლონეთის ქალაქ პოზნანში 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.