„დავამტკიცე, რომ ძირითადში თამაში შემიძლია“ - გოგა ბითაძე
NBA „მედიის დღის“ ფარგლებში „ორლანდო მეჯიქის“ ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, რა დროსაც ახალ სეზონთან დაკავშირებულ მოლოდინებზე და „მეჯიქში“ საკუთარ როლზე ისაუბრა.
გოგა ბითაძე:
ჩემი როლი არ შეცვლილა, მზად ვარ, ნებისმიერ დროს ავიღო პასუხისმგებლობა. დავამტკიცე, რომ ძირითადში თამაში შემიძლია. ასევე შემიძლია სათადარიგო სკამიდან თამაში.
რა თქმა უნდა, მინდა, ყველა მატჩი თავიდან ბოლომდე ვითამაშო - ეს ყველა კალათბურთელს სურს, მაგრამ პირველ რიგში გუნდის საჭიროებებია გასათვალისწინებელი.
საუბარი არაა მხოლოდ თამაშზე - ჩვენ რაღაც განსაკუთრებულის შექმნას ვცდილობთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ხანდახან ეს რთულია, შენ თამაში გსურს, მაგრამ უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე და უბრალოდ გააგრძელო მუშაობა, რათა ყველამ დაინახოს, რისი გაკეთება შეგიძლია.
View this post on Instagram
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სეზონისწინა შეხვედრები 4 ოქტომბერს აიღებს სტარტს. ბითაძის „ორლანდო“ პირველ მატჩს 7 ოქტომბერს „ნიუ ორლეან პელიკანსის“ წინააღმდეგ გამართავს.
რაც შეეხება NBA-ში მოასპარეზე კიდევ ერთ ქართველს, სანდრო მამუკელაშვილს, მისი „სან ანტონიო სპურსის“ პირველი მეტოქე 8 ოქტომბერს „ოკლაჰომა სიტი თანდერი“ იქნება.
აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს მამუკელაშვილისა და ბითაძის გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.