როდის ჩატარდება დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის ბრძოლა? - მედიაში სავარაუდო თარიღი ვრცელდება
თითქმის გადაწყვეტილია, რომ UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ქამარს რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს. ამის შესახებ როგორც მერაბი, ისე ნურმაგომედოვის გარემოცვა აქტიურად ლაპარაკობს
მედიაში ბრძოლის ჩატარების სავარაუდო თარიღიც ვრცელდება. ცნობილი გამოცემა, TASS-ი უმარ ნურმაგომედოვის გარემოცვასთან დაყრდნობით წერს, რომ ქართველ და დაღესტნელ მებრძოლებს შორის სატიტულო ორთაბრძოლა შესაძლოა, 2025 წლის იანვარში ჩატარდეს.
ამის შესახებ, მერაბ დვალიშვილს ინფორმაცია ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია. ქართველი „მანქანა“ ახლა საქართველოში იმყოფება და ჩემპიონობისგან გამოწვეულ ემოციებს თავის თანამემამულეებს უზიარებს.
შეგახსენებთ, რომ მერაბი სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი 15 სექტემბერს გახდა. „მაქნანამ“ საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.