ემპოლი, ლევან მჭედლიძე, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

„როდესაც ემპოლიში გადავიდა, ინგლისურის შესწავლაც უჭირდა, ახლა კი...“ - იტალიური სააგენტო გოგლიჩიძეზე

ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ი „ემპოლის“ მცველის, საბა გოგლიჩიძის შესახებ წერს და ახალგაზრდა ფეხბურთელის პროგრესს განიხილავს.

რა წერია სტატიაში:

„ემპოლის“ ქართველმა მცველმა „ფიორენტინას“ წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ის კინს და გუდმუნდსონს კარგად შეუწყვილდა, ყოველგვარი სირთულეების გარეშე. საბა გოგლიჩიძის „ემპოლიში“ ტრანსფერი ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა. ის იანვარში, პეტრო აკარდის გადაწყვეტილებით მოვიდა და ამაში დიდი როლი მისმა მენეჯერმა, ლევან მჭედლიძემ ითამაშა. როდესაც ქუთაისის „ტორპედოდან“ გადმოვიდა, იტალიური არ იცოდა და ინგლისური ენის შესწავლაც უჭირდა, ახლა კი დაცვის ხაზის ერთ-ერთ უცვლელ წევრად იქცა.

მის შესახებ ლევან მჭედლიძე ამბობდა, რომ კარიერის ბოლოს, მასთან ერთად ერთი სეზონის თამაში მოუწია და მოთამაშის თვისებებით აღფრთოვანებული იყო. „ემპოლის“ მისი ტრანსფერი სულ რაღაც 450 ათასი ევრო დაუჯდა. გასულ სეზონში არ უთამაშია და შანსი ცოტა ხნის წინ, „ბოლონიასთან“ მიიღო, რომელიც ნამდვილად საუკეთესოდ გამოიყენა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ „ბოლონიასთან“ თამაშის შემდეგ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა.

ცნობისთვის, საბა გოგლიჩიძეს „ემპოლიში“ დებიუტი 31 სექტემბერს, სერია A-ს მე-3 ტურში „ბოლონიას“ წინააღმდეგ ჰქონდა და ამ მატჩის შემდეგ, ზედიზედ სამ შეხვედრაში მოგვევლინა სასტარტო შემადგენლობაში. საგულისხმოა, რომ 20 წლის ქართველი მცველის სასტარტოში ყოფნის პერიოდში „ემპოლის“ თამაში ჯერჯერობით არ წაუგია და უფრო მეტიც, ზედიზედ სამ მატჩში გოლიც არ გაუშვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საბას საფეხბურთო ენა ესმის და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია - ემპოლის მწვრთნელი
საბას საფეხბურთო ენა ესმის და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია - ემპოლის მწვრთნელი