ხვიჩა კვარაცხელია, ანდრეა კამბიაზო
Aa
Aa

„ჩვენს ჩემპიონატში გამორჩეული ფეხბურთელია“ - კამბიაზო კვარაზე

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა, ანდრეა კამბიაზომ „ბიანკონერის“ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან შეხვედრისას სხვადასხვა თემებზე ისაუბრა და მათ შორის, სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეებსაც შეეხო.

24 წლის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და აღნიშნა, რომ ქართველი შემტევი რაფაელ ლეაუსთან ერთად სერია A-ში საუკეთესო ფეხბურთელია.

რას ამბობს კამბიაზო:

„იტალიაში ბევრი მაღალი დონის ვინგერი თამაშობს, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ საუკეთესოები რაფაელ ლეაუ და ხვიჩა კვარაცხელია არიან. ეს ორი ჩვენს ჩემპიონატში გამორჩეული ფეხბურთელია, ძალიან ძლიერები არიან“.

ცნობისთვის, ანდრეა კამბიაზო და ხვიჩა კვარცხელია ერთმანეთს სერია A-ს მე-5 ტურში შეხვდნენ, თუმცა, „იუვესა“ და „ნაპოლის“ მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

6 ტურის შემდეგ, სერია A-ს სატურნირო ცხრილს 13 ქულით „ნაპოლი“ ლიდერობს, მეორე პოზიციაზე კი 12 ქულით „იუვენტუსი“ იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები