მანჩესტერ იუნაიტედი, რიო ფერდინანდი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

„საშინლად ვითამაშეთ! სად გაქრა სიამაყე?“ - ფერდინანდი ტოტენჰემთან მარცხზე

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-6 ტურში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ მოედანზე ლონდონის „ტოტენჰემთან“ 0:3 განადგურდა, რაცამ კლუბის ლეგენდების კრიტიკული დამოკიდებულება გამოიწვია.

„წითელი ეშმაკების“ ლეგენდარულმა მცველმა, რიო ფერდინანდმა გუნდის ხელმძღვანელები მწვავედ გააკრიტიკა.

რა თქვა რიომ:

„ვან დე ვენმა მთელი გუნდი გაიარა და მსგავსი შუა კვირაშიც მოხდა. სად გაქრა სიამაყე? უბრალოდ, არ ვიცი... როგორც ჩანს, ბრძოლა იქ აღარ მიდის, სადაც საჭიროა“.

„ვფიქრობ, ბრუნოს წითელი ბარათი არასწორი გადაწყვეტილება იყო, ეს არავითარ შემთხვევაში არ იყო სწორი, ეს გადაწყვეტილება მიუღებელი იყო. მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ საშინლად ვითამაშეთ, თავი შევირცხვინეთ. წითელი ბარათი „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ საბაბი არ უნდა იყოს“.

„საშინლები ვიყავით. შეუძლებელი იყო ჩვენი თამაშის ყურება. ეს იყო საშინელი ილუსტრაცია იმის, თუ ვინ ვიყავით და ვინ ვართ ახლა. ბურთს მუდმივად ვკარგავდით. არ მინდოდა საუბარი, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ. თამაშს ვუყურებდი და ვფიქრობდი - „რა ჯანდაბას ვაკეთებთ“?“

ცნობისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 6 ტურის შემდეგ, ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. ერიკ ტენ ჰაგის გუნდს 2 მოგება, 1 ფრე და 3 მარცხი აქვს. „წითელი ეშმაკები“ მომდევნო შეხვედრას 3 ოქტომბერს, ევროპა ლიგაზე „პორტუს“ წინააღმდეგ გამართავენ, პრემიერ ლიგაში კი 6 ოქტომბერს, „ასტონ ვილას“ ესტუმრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები